Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა ქოჩიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს. 1999-2005წწ. - თერჯოლის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2007წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2007 წელს დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში; 2008 წელს მივლინებულ იქნა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ და იმავდროულად დაეკისრა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2008-2009წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2009-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019-2021წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |