The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანტონ ლუკეში

ანტონ ლუკეში
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1870
გარდაცვ. თარიღი:29 აპრილი, 1952  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მწვრთნელი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბროდი, ახლანდელი ჩეხეთი.

ჩეხეთის "სოკოლის" რეკომენდაციით საქართველოში ჩამოვიდა და დაინიშნა ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში (1896). მან შემდგომ წლებში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ქართულ სპორტს. მისი ინიციატივით (1906) თბილისში დაარსდა საფეხბურთო კლუბი "კომეტა"; 1909 წელს მისი თაოსნობით ჩამოყალიბდა "შევარდენის" წინამორბედი სპორტული საზოგადოება "სოკოლი", რომლის წევრების დევიზი იყო: "ფიქრში – სამშობლო, გულში – სიმარდე და მკლავში – ძალა". აწყობდა სახალხო სპორტულ სანახაობებს და შეჯიბრებებს ტანვარჯიშში. სხვადასხვა დროს ტანვარჯიშს ასწავლიდა მიხეილის სამხედრო სასწავლებელში, ალექსანდრეს სამასწავლებლო ინსტიტუტში; 1908 წლიდან კითხულობდა ლექციას თავისსავე დაარსებულ "კავკასიის სამოსწავლო ოლქის ტანვარჯიშობის ყოველწლიურ პედაგოგიურ სამზადისში"; შეადგინა და გამოსცა ხუთი სახელმძღვანელო. 1912 წელს პრაღაში ქართველმა სპორტსმენებმა (გ. ეგნატაშვილი, ი. ლორთქიფანიძე, გ. და თ. ნიკოლაძეები, ა. ბაქრაძე, გ. ბერელაშვილი, ი. ბერიძე და სხვ.) დაბალ თანრიგში გუნდური გამარჯვება მოიპოვეს. 1918 წელს აირჩიეს თბილისის "შევარდენის" საპატიო წევრად. 1919 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ჩეხი სპორტსმენი (ტანვარჯიში).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.444

ბიბლიოგრაფია

  • Гимнастический бокс : Руководство для ведения общих упражнений в сокольских гимнастических обществах, в учебных заведениях и в войсках (ავტორი). - Тбилиси, тип. Канцелярии наместника е. и. в. на Кавказе, 1914. - 100с.

გააზიარე: