The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა სერგია

კობა სერგია
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1975
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (33 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა სამხედრო აკადემია.

წლების მანძილზე კრწანისის 113-ე ბატალიონში მსახურობდა, შემდეგ ერაყშიც იმსახურა. კაპიტანი კობა სერგია ბოლოს ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა შტაბის უფროსად. ოჯახმა კობა სერგიას დაღუპვის შესახებ ოქტომბრის ბოლოს, მისი თანამებრძოლებისგან შეიტყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონის შტაბის უფროსი რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა. იგი 9 აგვისტოს ნიქოზთან მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. დაკარგულ ჯარისკაცს ახლობლები 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ. კობა სერგია ერთ-ერთი იმ ჯარისკაცთაგანი აღმოჩნდა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ნომერ 27/27 ჯარისკაცის ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით მოხერხდა. მისი დაღუპვის ფაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გარდაცვალების მოწმობითაც დაადასტურა. 2008 წლის სექტემბრის ბოლოს, საპატრიარქოს დახმარებით, ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვენებულ ჯარისკაცებს შორის კობა სერგიას ცხედრიც იყო. შემდეგ გადაასვენეს საბურთალოს სასაფლაოზე. კობა სერგიას საბრძოლო თავდადებისათვის ორდენები და სიგელები სიცოცხლეშიც აქვს მიღებული. უცხო ქვეყანაში გამოვლენილი წარმატებისთვის კი ამერიკის მთავრობამ უმაღლესი ჯილდოც გადასცა. კაპიტანი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.443; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2008 - მე­და­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმ­წიკ­ვლო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის", (III ხარისხი, გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: