შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ჩხაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 2013 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 1996-1999წწ. იყო ქ. ბათუმის სოციალურ-პოლიტიკურ ინსტიტუტში მასწავლებელი; 1997-1999წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებელი; 1999-2000წწ. - შპს დამოუკიდებელი რეგისტრატორი "რეესტრ-ცენტრის" იურისტი; 1998-2000წწ. - სს "ინდუსტრია-ინვესტში" იურისტი; 1999-2006წწ. - შპს "იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგი", დირექტორი; 2000-2006წწ. - შპს "იურიდიულ-საგადასახადო კონსალტინგის თბილისის ფილიალი", დირექტორი; 2004-2006წწ. - შპს "ალაფიშვილი, ყავლაშვილი და ჩხაიძე - GLG იურიდიული ოფისი", მმართველი პარტნიორი; 2004 წელს მაისიდან აგვისტომდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი; 2005-2006წწ. - "თავისუფლების ინსტიტუტის" რეგიონალური ომბუდსმენი; 2006-2019წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2014-2016წწ. კითხულობდა ლექციებს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |