The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედნარ დიასამიძე

ედნარ დიასამიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1974
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (34 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ სახალვაშოს სასაფლაო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სახალვაშო, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

1992 წლიდან ედნარ დიასამიძემ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ახლადჩამოყალიბებულ სასაზღვრო ჯარში გაიარა, მუშაობდა აჭარაში დისლოცირებული სწრაფი რეაგირების რაზმში (ე. წ. "ობეერი"). 2004 წლიდან ედნარ დიასამიძე, რეგულარულ ქართულ არმიაში, საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა და სენაკში დისლოცირებული მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონში ჩაირიცხა. 2006 წელს ექვსი თვის განმავლობაში ერაყის სამშვიდობო მისიაშიც მონაწილეობდა. დაიღუპა სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის დროს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლა ედნარ კაკაურიძის სახელს ატარებს. უმცროსი სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.455-456

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: