შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა სამაკაშვილი![]()
ბიოგრაფიამამუკა სამაკაშვილი 5 წლის იყო, როცა მშობლიური გაგრა დაატოვებინეს. იზრდებოდა წყალტუბოში. მათი ოჯახი სანატორიუმ "საქართველოში" იყო შეხიზნული. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა ქუთაისში, 6 თვის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან, ჯერ ვაზიანში და შემდეგ სენაკის მეორე ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, მუშაობდა მძღოლად. დაიღუპა სენაკის სამხედრო ბაზის საჰაერო დაბომბვის დროს (დაჭრილი რეზერვისტები გადაჰყავდა საავადმყოფოში). კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.467 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |