Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევ ნეიმანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სასწავლებელი (პროფ. მინიარის კლასი) 1934 წელს. 1935-1936 წლებში მუშაობდა კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში. 1936 წელს მონაწილეობდა ქართული კულტურის დეკადაში მოსკოვში, როგორც ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის წევრი. 1936-1937 წლებში მუშაობდა თბილისის საოპერო თეატრში, 1946 წელს კი სიმფონიურ ორკესტრში. 1938-1941 წლებში სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიაში ვიოლონჩელის კლასში პროფესორ შტრიმერთან. II მსოფლიო ომის დაწყებისას მე-4 კურსიდან წავიდა ფრონტზე. 1947-1989 წლებში შეუწყვეტლივ მოღვაწეობდა ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში ორკესტრის სოლისტად, ვიოლონჩელების ჯგუფის კონცერტმაისტერად. ლ. ნეიმანს უმუშავია ცნობილი დირიჟორების ე. მიქელაძის, ვ. ფალიაშვილის, ო. დიმიტრიადის, დ. მირცხულავას ხელმძღვანელობით. იგი მონაწილეობდა 1958 წლის ქართული ხელოვნების დეკადაში მოსკოვში. 1974-1978 წლებში პარალელურად მუშაობდა რადიოსა და ტელევიზიის სიმფონიურ ორკესტრში. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.115 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |