შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე ცისკარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს. 2000-2001წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების, შემდეგ კი ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დეპარტამენტებში მრჩეველი; 2001 წელს - თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს იურიდიულ საკითხთა სექტორში წამყვანი სპეციალისტი; 2001-2005წწ. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო სამართლის სექტორის უფროსი; 2005 წელს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში იურისტი; 2005-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2016 წლის იანვრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |