შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო წიკლაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს; 1999-2002წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო კათედრის ასპირანტურაში, სამოქალაქო სამართლის სპეციალობით. 2000-2005წწ. - სსიპ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის იურიდიულ განყოფილებაში მთავარი სპეციალისტი, შემდგომ იურიდიული განყოფილების უფროსი; 2005-2006წწ. - საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატში, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების მთავარი მრჩეველი; 2006-2010წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე; 2010 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |