The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლიფანტე უგულავა

ოლიფანტე უგულავა
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:30 სექტემბერი, 1937  (39 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნახახულევი, ქუთაისის გუბერნია (ახ. ხონის მუნიციპალიტეტი).

1918 წლიდან იყო ბოლშევიკური პარტიის წევრი. 1919-1920წწ. რიგითად მსახურობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარში. 1922 წელს პარტიული მობილიზაციით გაწვეული იყო წითელ არმიაში. მსახურობდა სხვადასხვა ქართულ შენაერთში. 1935 წლიდან იყო 1-ლი ქართული მსროლელი დივიზიის სამხედრო კომისარი; 1936 წლიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილე. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით და მოგვიანებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. დივიზიის კომისარი (1936).

წყარო: სტალინური სიები: stalin.historyproject.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1936 - წითელი დროშის ორდენი
  • 1931 - შრომის წითელი დროშის ორდენი (საქართველოს სსრ)

გააზიარე: