The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან კოხრეიძე

ლევან კოხრეიძე
დაბადების თარიღი:1975
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2008  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯიხაიში,  სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

კარგად იცოდა რუსული და ინგლისური ენები, დადიოდა მხატვრულ ტანვარჯიშზე და არაერთი მედალი და ჯილდოც ჰქონდა მიღებული. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკუმში განაგრძო სწავლა. სენაკში, მეორე ბრიგადაში მუშაობდა კავშირგაბმულობის ხაზით. ორი წელი იმსახურა ჯარში, სექტემბერში უფროსი სერჟანტი უნდა გამხდარიყო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში ქართველი მეომრები რომ ალყაში მოაქციეს, ლევან კოხრეიძე თანამებრძოლებთან ერთად გაემართა დასახმარებლად, დაიღუპა სოფელ ყელქცეულთან დამომბვის დროს. უმცროსი სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.483

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: