The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჭალიძე

ნინო ჭალიძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1968  (57 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს.

1986-1997წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების ინსპექტორი; 1997-1999წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კონსულტანტი; 1999-2009წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2014წწ. - შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP), სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; 2015 წელს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2015-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019-2022წწ. -  თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2022 წლის ნოემბრიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: