Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან უგრეხელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლინდავა (ლინდაუ), სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთი. რომან უგრეხელიძისთვის აგვისტოს ომი მეორე ომი იყო - ის აფხაზეთის ომშიც იბრძოდა, მშობლიურ სოფელს იცავდა მტრისგან. შემდეგ, ოჯახთან ერთად, უღელტეხილით დატოვა მშობლიური მხარე. კოპიტნარში დასახლდა. 2003 წელს კონტრაქტი გააფორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან, მსახურობდა ვაზიანის, მეოთხე ბრიგადაში, იყო ტანკისტი. 9 აგვისტოს ცხინვალში მტერთან შეტაკებისას ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი მოხვდა ტანკს, რომელსაც ის მართავდა. ხედავდა, რომ ტანკს ცეცხლი ეკიდა და მაინც წინ მიიწევდა, ტანკზე მყოფი ორი ადამიანი გადარჩა, მან ამოსვლა ვეღარ მოახერხა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.499 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |