The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგინაშვილი

გიორგი გოგინაშვილი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1974  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს; 1999 წელს გაიარა მოსამართლის კურსები; 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალფიკაციო გამოცდა; 2005 წელს - მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სამართლის სპეციალიზაციით).

1998-1999წწ. - მიწის მართვის დეპარტამენტის ქურთის თემის სამმართველოში იურისტი; 1999-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწე; 2006-2016წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2016 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021-2022წწ. - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: