შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იეჟი არონიშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტორუნი, პოლონეთი. დაამთავრა გდინიის პოლიტიექნიკური ინსტიტუტი. ქართულ-პოლონური საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 12 წლამდე იზრდებოდა ქ. ტორუნში. გერმანელთა მიერ ვარშავის ოკუპაციის დროს 13-14 წლის იეჟი უდიდეს დახმარებას უწვდა არმია კრაიოვას მებრძოლებს – იარაღით მომარაგება იქნებოდა ეს, ტყვია-წამლის გადატან-გადმოტნა თუ სხვა რამ. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მან ჯერ ლოძის მექანიკის ტექნიკუმი, შემდეგ გდინიის პოლიტიექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. სწავლის პარალელურად გდინიის ნავსადგურში მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ ლოძში გადავიდა საცხოვრებლად და ინვესტიციების დაპროექტების სფეროში დაიწყო მუშაობა. მან განსაკუთრებული სიყვარულით მოკიდა ხელი საქართველო-პოლონეთის საზოგადოების შექმნას. იგი სათუთად ეპყრობოდა ყველაფერს, რაც საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ მისის ბინა სავსეა სამახსოვრო საჩუქრებით საქართველოდან. 1979 წელს იეჟი მეუღლესთან ერთად პირველად ესტუმრა საქართელოს. მშობლიურ სოფელ კონჩკათში მას ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა მამის უმცროსი ძმა. საქართველო მეორე მოგზაურობისას შემოიარა. ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი და პოლონეთში ემიგრირებული მაიორ არტემ არონიშიძის შვილი. წყარო: ჩემი ძმა იეჟი არონიშიძე / ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი.-თბ.,2008.-გვ.136-141
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |