Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო ცისკარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კასპი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი (კვალიფიკაცია — ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი) 1971 წელს; მოსკოვის საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემია (კვალიფიკაცია — საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტი) 1979 წელს. 1971-1974წწ. მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ "მიონში"; საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში (1974-1976, 1978-1985, თავმჯდომარის მოადგილე 1980-1985 წლებში); 1984 წელს ვიდეოფირზე გადაატანინა და ამით განადგურებას გადაარჩინა თენგიზ აბულაძის ფილმი "მონანიება", რომელსაც საბჭოთა ცენზურა ემუქრებოდა; 1992 წლამდე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1989 წლის ბოლოს მეცნიერთა ჯგუფთან ერთად შექმნა საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია "მსოფლიო ლაბორატორია" და მას შემდეგ იყო მისი გამგეობის თავმჯდომარე; 1992 წელს დაინიშნა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, შემდეგ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრის გამგე; 1996-2000წწ. ხელმძღვანელობდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამებს. 2006 წლიდან იყო ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე; 2008 წლიდან საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტი. წყარო: საინფორმაციო პორტალი "ამბები.ge": ambebi.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |