The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ბერანძე

ბადრი ბერანძე
დაბადების თარიღი:8 აგვისტო, 1986
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (22 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ზუგდიდი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

სავალდებულო სამხედრო სამსახური ზუგდიდში, შინაგანი ჯარის ნაწილებში მოიხადა, შემდეგ კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, I ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე. დაიღუპა დაბომბვის დროს ცხინვალში, როცა მეხუთედ შედიოდა დაჭრილების გამოსაყვანად. დაკრძალული იყო მუხათგვერდის სასაფლაოზე, დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მისი ვინაობა, შემდეგ ოჯახმა ზუგდიდში გადაასვენა. ზუგდიდში ქუჩა, სადაც დევნილების კორპუსებია აშენებული ბადრი ბერნაძის სახელს ატარებს. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.523

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: