The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე წულაძე

ალექსანდრე წულაძე
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს; რომის "ლა საპიენცას" უნივერსიტეტი, LLM 2010 წელს; 2011-2016წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა.

2018-2023წწ. იყო ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011-2019წწ. ​​ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2018-2020წწ. სამართლისა და ეკონომიკის საუნივერსიტეტო ცენტრის ​​აკადემიური დირექტორი; 2016 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი, პოსტ-დოკი (ნიუ იორკი, აშშ); 2015  წელს ​​საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი; 2013 წელს მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი (ჰამბურგი, გერმანია); 2005-2006წწ. იყო სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში; 2007-2009წწ. იურიდიული კომპანიის იურისტი; 2010–2011წწ. თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი; 2011-2012წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი; 2012-2015წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი; 2015-2017წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი; 2017-2019წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი; 2018 წლის თებერვლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული და კონკურენციის სამართლის კომიტეტის თანათავმჯდომარე; 2017-2019წწ. იურიდიული კომპანია "CLL Law Firm"-ის მმართველი პარტნიორი; 2019-2023წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე; 2024 წლის 8 აგვისტოდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორია; 2024 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: mes.gov.gehcoj.gov.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: