Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუსუდან გორგილაძე![]()
Biographyდაამთავრა ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგის სპეციალობით. 1979-1993წწ. მუშაობდა ცენტრალურ რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ნეიროფსიქოლოგად. 1993-1996წწ. იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატისა და სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების შესახებ. იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი. მონაწილეობდა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში. მონაწილეობდა მოლაპარაკებებში მსოფლიო ბანკთან საქართველოს განათლების სისტემისათვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე. 1996–1998წწ. მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად. 1998 წელს რ. გორგილაძის ორგანიზებითა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის ცენტრისა და კენედის მართვის სკოლის სპონსორობით ჰარვარდში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს როლი ევრო-აზიურ სატრანსპორტო დერეფანში, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტები". 1999 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ჰარვარდის კლუბი საქართველოში, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. 2000–2004წწ. იყო საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე; 2006 წელს იუნესკოს განათლების ინსტიტუტის მიწვევით იმყოფებოდა კონსულტანტად ეთიოპიაში. 2007–2010 წლებში იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი (აშშ) და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2012 წელს გამოიცა მისი წიგნი "კერძთაყვანისცემა - კულინარიული მოგზაურობა დროსა და სივრცეში" (წიგნი შერჩეულ იქნა "საბას" ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთ ფინალისტად), 2013 წელს გამოქვეყნდა ამ წიგნის ინგლისური ვერსია "Savoring Georgia – A Personal Journey through Time and Taste", ხოლო 2018 წელს გერმანულმა გამომცემლობამ Conte Verlag გამოსცა წიგნის გერმანული ვერსია "Georgien – Eine kulinarische Entdeckungsreise". შედგა ამ წიგნის მრავალი პრეზენტაცია საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში - ავსტრიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, საბერძნეთსა და ჩეხეთში. გერმანიაში წიგნი წარდგენილ იქნა საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ბერლინის კულტურათა მუზეუმში, აგრეთვე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოსა და გერმანიაში ეთერში გავიდა რამდენიმე ტელე და რადიოგადაცემა, გამოქვეყნდა რამდენიმე რეცენზია და საგაზეთო სტატია წიგნის შესახებ. წიგნის სამივე ვერსია არაერთხელ იყო წარდგენილი წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე ფრანკფურტში, ლაიფციგში, ლონდონსა და გვადალახარაში. 2018 წელს იგი შეტანილი იყო ფრანკფურტის ბაზრობაზე საქართველოს მიერ წარსადგენ წიგნთა ნუსხაში. წიგნს საქართველოს საიმიჯო საჩუქრად იყენებენ საქართველოს საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, კულტურის სამინისტროები, ბანკები და სხვა დაწესებულებები. 2021 წელს გამოქვეყნდა რ. გორგილაძის წიგნი "დიქტატურის გემო", რომელიც ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი გახდა. გამოქვეყნებული აქვს სტატიები მსოფლიო პოლიტიკისა და განათლების სისტემის შესახებ (ჰარვარდის, ბერკლის უნივერსიტეტის გამომცემლობები), მასალები, ინტერვიუები ქართული და უცხოური პრესისათვის საკვებისა და კულტურის ისტორიის, პროპაგანდის, ევროპის პოლიტიკური ისტორიისა და სხვა საკითხებზე. 2019 წლიდან ატარებს ლექციებს მენტორის რანგში საქართველოს მედია აკადემიაში. 1998 წელს მიენიჭა ამერიკის შეერტებული შტატების ქალაქ ჰიუსტონის საპატიო მოქალაქისა და კეთილი ნების ელჩის წოდება. 2004 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. წყარო: იოსებ ჩხიკვიშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |