შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მუედინ სურმანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აქუცა, ქედის რაიონი. 1925-1926წწ. იყო აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიწათმოქმედების სახალხო კომისარი; 1926-1929წწ. აჭარის ასსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; 1929-1932წწ. წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის სახალხო კომისარი; 1932 წლის აპრილიდან 1935 წლის 1 იანვრამდე აჭარის ასსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარი; 1935 წლის 1 იანვრიდან 1937 წლის 22 ივნისამდე აჭარის ასსრ სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისირი; არაერთხელ იყო არჩეული აჭარის ასსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, აჭარის საბჭოების ყრილობების დელეგატად, პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის წევრად; 1937 წლის ივნისში დააპატიმრეს კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით და იმავე წლის ოქტომბერში დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1958 წელს. ქართველი საბჭოთა სახელმწიფო მოხელე. წყარო: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; ტრაგედია ბათუმში (1937-1938 წლები) / რამაზ სურმანიძე.-თბ.,2014.-გვ.225-228 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |