The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სპარტაკ პავლიაშვილი

სპარტაკ პავლიაშვილი
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს.

1999-2005წწ. - საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და თელავის რაიონის იურიდიულ კონსულტაციაში ადვოკატი; 2005 წელს - თელავის რაიონის გამგეობაში იურიდიული განყოფილების გამგე; 2005-2006წწ. - თიანეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2009წწ. - ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2012წწ. - გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2006-2012წწ. მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლის უფლებამოსილებას; 2012-2015წწ. - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2015 წლიდან - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: