შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ეფაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩხუტელი, ცაგერის მუნიციპალიტეტი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში წელიწადნახევარი იმსახურა, 2004 წლიდან კონტრაქტით მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ქუთაისის სამხედრო ბაზის მეოთხე ბრიგადაში ოცმეთაურად. მზვერავი იყო, სერჟანტის წოდებით. 2007 წელს სამშვიდობო მისიით 8 თვით იმყოფებოდა ერაყში, საიდანაც დიპლომი და სერტიფიკატი ჩამოიტანა. სიცოცხლეშივე მიღებული ჰქონდა სამხედრო ჯილდოები. დაიღუპა 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან საავიაციო დაბომბვისას, ჟეტონის საშუალებით ამოიცნეს. სოფელ ჩხუტელში, სკოლა, რომელიც ზურაბ ეფაძემ დაამთავრა, მის სახელს ატარებს. უმცროსი სერჟანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.539 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |