Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ მშვენიერაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი 1995 წელს და მიენიჭა ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია 2000 წელს; შსს აკადემიის ასპირანტურა 2003 წელს; ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა. 1997-1999წწ. - ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პარალელურად, საქართველოს უშიშროების საბჭოს ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის პროფილაქტიკისა და სოციალური რეაბილიტაციის სამდივნოს ხელმძღვანელი; 1999-2002წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2002-2004წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი; 2004-2005წწ. - თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის აპარატის უფროსი; 2006 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 2006-2007წწ. - მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი; 2007-2008წწ. - მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2008 წლის აპრილიდან აგვისტომდე - საგარეჯოს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, აგვისტოდან დეკემბრამდე - გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2008-2017წწ. - მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2015-2019წწ. - საპროკურორო საბჭოს წევრი; 2017-2021წწ. - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2017-2019წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2019-2020წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე; 2020 წლის ივლისიდან დეკემბრამდე - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე; 2020-2021წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე; 2021-2022წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და თავმჯდომარე; 2022 წლის ივნისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ხოლო ივლისიდან - ამავე კოლეგიის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |