The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი შაინიძე

გიორგი შაინიძე
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1982
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2008  (26 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ოჩხამური, ქობულეთის მუნიციპალიტეტი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2000 წელს გაიწვიეს, კარანტინის გავლის შემდეგ წელიწადნახევარი ახლადჩამოყალიბებულ სასაზღვრო ჯარში იმსახურა. 2003 წელს კონტრაქტი გააფორმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან, "კომანდოს" ბატალიონში ჩაირიცხა. 2004-2005 წლებში მისი ბატალიონი გერმანიაში გადიოდა მომზადების კურსებს. 6 თვე სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში, ერაყიდან დაბრუნების შემდეგ გიორგი შაინიძე აჭარაში, ადილიის ბატალიონში გადაიყვანეს. ოცნებობდა სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე, უნდოდა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მიეღო მონაწილეობა, კონტრაქტს ვადა ეწურებოდა და ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა. დაიღუპა სოფელ ნიქოზთან სნაიპერის ტყვიით. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.551

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: