შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგა გოგორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ფარმაცევტული სასწავლებელი. სავალდებულო სამხედრო სამსახური კრწანისში მოიხადა, წელიწადნახევარი მუშაობდა ლაზარეთში, შემდეგ ქუთაისში მსახურობდა მესამე ქვეით ბრიგადაში. 2008 წლის აგვისტოში გორში გააგზავნეს საჯარისო ნაწილებისთვის პროდუქტებისა და მედიკამენტების დასარიგებლად. გორში დაბრუნებისას ნატახტრის ტეკსა და მცხეთის ასახვევს შორის შეჩერდა კოლონა, გამცილებელს ელოდნენ, გიგა გოგორიშვილი ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოვიდა, მაგრამ რუსულ აგრესიას მაინც ვერ გადაურჩა, მაშინ დაიღუპა, როცა მისი ბატალიონი თბილისის გასამაგრებლად მოდიოდა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.555 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |