შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა სირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა აფხაზეთის ა. მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1987 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1987-1991წწ. - ხობის რაიონული საბჭოს აღმასკომის, შრომისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1992-1993წწ. - ხობის ადგილობრივი მმართველობის გამგეობაში იურიდიული განყოფილების გამგე; 1993-2011წწ. - ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე; 2012-2014წწ. - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების გამგე; 2014-2015წწ. - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე; 2016 -2020წწ. - ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხობის მუნიციპალიტეტში; 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის იანვრიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |