The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ შალიკაშვილი

ოთარ შალიკაშვილი
Legal name:ჯოზეფ-იოსებ შალიკაშვილი
Date of birth:26 August, 1933  (92 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მილანოვეკი, პოლონეთი.

დაამთავრა პეორიის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკლტეტი 1958 წელს და გახდა ქვეითი ჯარების სერჟანტი; სარდლობისა და გენერალური შტაბის კოლეჯი, ასევე აშშ-ის ჯარების საბრძოლო კოლეჯი, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ადმინისტრაციაში.

სამხედრო სამსახური ამერიკის ჯარში 1952 წელს რიგით ჯარისკაცად დაიწყო. 1955 წელს ოფიცერთა წვრთნის კურსების დამთავრების შემდეგ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიას და მონაწილეობდა სპეციალური მომზადების რაზმის საკვალიფიკაციო კურსებში. 1967-1968 და 1971-1972 წლებში იბრძოდა ვიეტნამში შვეულმფრენთა სადესანტო ჯარის ქვეგანყოფილებაში. 1970 წლის დეკემბრიდან 1971 წლის მაისამდე მეთაურობდა 506-ე საჰაერო-სადესანტო რაზმს. 1977-1978წწ. ხელმძღვანელობდა შეიარაღებული ჯარების მეათე სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფს. წარმატებით მსახურობდა ოპერატიული შტაბის, მათ შორის, არმიის დეპარტამენტის შტაბ-ბინის სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო ქვეითი ჯარების სკოლის გაერთიანებული არმიის დეპარტამენტის დირექტორი და აშშ-ის არმიის საბრძოლო კოლეჯის სამეთაურო და სამენეჯმენტო დეპარტამენტის პედაგოგიური კოლექტივის წევრი. პოლკოვნიკის ჩინით თადარიგში გასული ოთარ შალიკაშვილი 1980-1990-იან წლებში უძღვებოდა ევროპაში აშშ-ის ჯარების შტაბ-ბინისთვის აქტიურ საკონსულტაციო სამსახურს. მონაწილეობდა ნატოს სამხედრო ოპერაციებში "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამით გათვალისწინებულ სწავლებებში, როგორც ამ სწავლებების უფროსი ხელმძღვანელი. იგი ამზადებდა აშშ-ის ჯარების ქვედანაყოფებს ბოსნიასა და კოსოვოში დისლოკაციისათვის. 2001 წელს დაინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის მრჩევლად საქართველოს საკითხებში. მას დიდი როლი მიუძღვის ქართული პროფესიული არმიის ჩამოყალიბებაში. 2001-2005წწ. უშუალოდ ხელმძღვანელობდა "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას". საქართველოში ოთარი თავის ძმასთან, აშშ-ის არმიის გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვლთან, ერთად პირველად საქართველოში 1992 წელს ჩამოვიდა. ოთარს თან ჰქონდა მამის ხელით დახაზული კახეთის რუკა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებულები. მომდევნო ვიზიტისას, 1995 წელს, ძმებმა გურჯაანში წინაპართა საფლავები მოინახულეს. 2001 წლის 15 სექტემბერს შალიკაშვილების საგვარეულო სახლში გაიხსნა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი. მუზეუმის გახსნას ოთარ და მალხაზ შალიკაშვილებიც ესწრებოდნენ. ძმებმა მუზეუმს პირადი ნივთები, ჯილდოები, მათთვის სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურთა მიერ გადაცემული საჩუქრები, დოკუმენტური და ფოტო მასალები უსახსოვრეს. ამერიკის შეერთებული შტატების არმიის პოლკოვნიკი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონსულტანტი საქართველოს საკითხებში. დაიბადა ქართველი ემიგრანტი ოფიცრის დიმიტრი შალიკაშვილის ოჯახში.

წყარო: ქართველები ამერიკაში / ირაკლი მახარაძე.-თბ.,2011.-გვ.124-129

Member of Organizations

  • ამერიკის შეერებული შტატების ქართული ასოციაციის, მერჩეველთა საბჭოს წევრი

Share: