შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მუმლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2004 წელს, მაგისტრატურა 2006 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტრანტურა და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი 2013 წელს. 2003-2006წწ. მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის უხერხემლო ცხოვლეთა ლაბორატორიის ლაბორანტად; 2006-2010წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწედ; 2010-2015წწ. ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარად; 2015-2018წწ. ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად; 2018 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2019 წლიდან იკავებს ილიას უნივერსისტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას; ლ. მუმლაძის სამეცნიერო კვლევით ინტერესებში შედის კავკასიის რეგიონის ცხოველთა სამყაროს ინვენტარიზაცია, ცხოველთა სისტემატიკა, ფილოგეოგრაფია, ინვაზიური ბიოლოგია, თანასაზოგადოებების ეკოლოგია და კონსერვაცია; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში; 2022 წელს ილიას უნივერსიტეტის და საერთაშრის გამომცემლობა პენსოფტის თნამშრომლობის შედეგად დაარსა ჟურნალი, კავკასიის და მიმდებარე რეგიონების ბიომრავალფეროვნების კვლევების შესახებ - Caucasiana (caucasiana.pensoft.net) და იკავებს ჟურნალის მთავარი ედიტორის (რედაქტორის) პოზიციას. წყარო: ლევან მუმლაძის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი: faculty.iliauni.edu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |