The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურთაზ ირემაძე

მურთაზ ირემაძე
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1986
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (22 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზოტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. III კურსის დახურვის შემდეგ, მოხალისედ წავიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 2007 წლიდან მსახურობდა კონტრაქტით 41-ე ბატალიონის მე-4–ე ბრიგადაში. 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების პირველივე დღიდან მოწინავე პოზიციაზე იბრძოდა, დაიღუპა 9 აგვისტოს ყუმბართმტყორცნიდან ნასროლი ჭურვის ნამსხვრევიდან მიღებული დაზიანების შედეგად, მურთაზ ირემაძე ადგილზე, საომარი მოქმედების დროს გარდაიცვალა. მურთაზ ირემაძის სახელს ატარებს სოფელ ზოტის საჯარო სკოლა და ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე პირველი ქუჩა. კაპრალი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.563

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის" (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: