Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაკა გორგოძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ადიგენის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1997 წელს; 1999 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სამართლის ისტორიის სპეციალობით (მუშაობდა თემაზე "ერეკლე მეორის სამართლებრივი დოქტრინა"); 2003-2005წწ. იყო თბილისის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურის მაძიებელი, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით. 1998-1999წწ. - ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ლექტორი; 1999-2004წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრაზე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით; 2004-2005წწ. - მუშაობდა ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პოლიტიკური მოძღვრების, საქართველოს ისტორიის და სამართლის კათედრაზე, სისხლის სამართლის მიმართულებით; 2005-2006წწ. - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის კათედრის სისხლის სამართლის მიმართულების ლექტორი; 2006-2007წწ. კითხულობდა ლექციებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სისხლის სამართლის მიმართულებით. 2007 წელს - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში სპეციალისტი; 2007 წელს - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი; 2007-2009წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2012წწ. მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, პარალელურად ახორციელებდა ხარაგაულის მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას; 2010-2012წწ. - სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2012-2016წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში; 2016 წლიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. 2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. გამოქვეყნებული აქვს 7 სამეცნიერო სტატია, არის ავტორი მონოგრაფიისა - "რეციდიული დანაშაულობის კრიმინოლოგიური დახასიათება". წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |