The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლერი თედორაძე

ლერი თედორაძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლემზაგორი, ლენტეხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1988 წელს.

1988-1990წწ. - გარდაბნის რაიონის მეურნეობაში იურისტ-კონსულტანტი; 1990-1992წწ. - სამტრედიის ტრანსპორტის პროკურატურაში გამომძიებელი; 1992-1999წწ. - ქუთაისის პროკურატურაში განყოფილების პროკურორი; 1999-2002წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2002-2009წწ. - წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2002-2007წწ. - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2009-2012წწ. - ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში; 2010-2012წწ. - ხობის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე; 2012-2013წწ. - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2013-2016წწ. - საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2016-2019წწ. - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2017-2019წწ. - ამავე სასამართლოს თავმჯდომარე; 2019-2021წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე; 2019 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2021 წლის ივლისიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: