The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ღამბაშიძე

ლეილა ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:დეკემბერი, 2008  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1944 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გახდა რუსთაველის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლიზა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), მედინა ხვანწკარია (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), პეპელა (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), მართა (მ. ჯაფარიძის "ჩვენებურები"), ელისაბედი (გრ. ბერძენიშვილის "ლერწამი ქარში"), ფიფია (კ. ბუაჩიძის "ეზოში ავი ძაღლია"), ელპიტე (ს. კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურები"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), მადამ ლილი (გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი"), გოგოლა (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ანგელა (ა. გეწაძის "პაემანი ცაში"), მაშიკო (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი"), გლეხის ქალი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ნაზიკო (ნ. წულეისკირის, გ. გეგეჭკორის "ძველი სამრეკლო"), ანგუსტიასი (ფ. გარსია ლორკას "ბერნანდა ალბას სახლი"), და სხვა. გადაღებულია ფილმებში:  "მე და ჩემი მეზობლები" (რეჟ.: რევაზ ჭარხალაშვილი, 1973), კატო ("ფაცურა", რეჟ.: როსტომ ლორთქიფანიძე, 1976).

წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.116; ლეილა ღამბაშიძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2008. - 10 დეკემბერი. - N231 (6088). - გვ.11; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: