შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო ბუაჩიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი "იბერია" 2007 წელს; მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში; იუსტიციის უმაღლესი სკოლა 2013 წელს. 2001-2005წწ. - საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მბეჭდავ-ოპერატორო; 2005 -2009წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ბიუროს კანცელარიის სპეციალისტი, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ბიუროს კანცელარიის სპეციალისტი და სხდომის მდივანი; 2009-2012წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის რეფერენტი, შემდეგ მოსამართლის თანაშემწე; 2013-2014წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კონსულტანტი; 2014 წელს დაინიშნა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში და მივლინების საფუძველზე უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 2015 წლის აგვისტოსდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |