Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა ჩხიკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მაკეევკა, უკრაინა. 1935 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტზე, 1938 წელს სწავლას აგრძელებს მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტის სამხატვრო ფაკულტეტზე. ოჯახური პირობების გამო და მოსკოვის ევაკუაციასთან დაკავშირებით მხატვარი იძულებული იყო სწავლა შეეწყვიტა. 1960 წლიდან იწყება მისი ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა დეკორატიულ-გამოყენებით ხელოვნებაში; მისი პალიტრა ბუნებრივი მასალაა, რომელსაც მხატვარი აგროვებდა ყველგან; თავისი ნამუშევრები მიუძღვნა ყოფით თემებს - ("გოგონა დოქით", "უხვი მოსავალი", "მრთველები", "ბოლო ჩართვა", "წყაროსთან", "იყიდეთ გეთაყვა" და სხვა); ხელოვნებას, მუსიკას, ცეკვას ("მზიური", "ოქროს სიმები", "ცეკვა", "ცეკვა მარაოთი", "კარმენი" და სხვა); პორტრეტის ჟანრს ("ჯარისკაცის მამა", "ფიროსმანი", "გურულები", "კვაზიმოდო", "მოხუცი კაპიტანი", "ოცნება", "არაბი მწერალი", "მოსე", "მოლა-ნასრედინი", "ბატონი - ორი სოკო" და სხვა); მხატვარი სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო სამხატვრო გამოფენებზე; 1967 წელს ქ. თბილისში მოეწყო მხატვრის ნამუშევართა პირველი პერსონალური გამოფენა - "ბუნება და ფანტაზია"; 1973 წელს ბუნების დაცვის სრულიად რუსეთის საზოგადოების მიწვევით მონაწილეობა მიიღო გამოფენაში ქ. მოსკოვში; ამავე წელს იქვე მოეწყო მისი ნამუშევრების მეორე პერსონალური გამოფენა. მონაწილეობდა აგრეთვე ბუნების დაცვის სრულიად რუსეთის საზოგადოების 50 წლისთვისადმი მიძღვნილ გამოფენაში; 1979 წელს მონაწილეობდა ბუნების დაცვის ლენინგრადის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ გამოფენაზე "ბუნება და მხატვარი"; 1980 წელს საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის მიერ მოწყობილ გამოფენაში "მხატვარი და ბუნება", ექსპონირებული იყო მხატვრის მინიატურებიც. დაჯილდოვებული იყო დიპლომებით, საპატიო სიგელებით, სამახსოვრო სამკერდე ნიშნებითა და ფულადი პრემიებით. გამოცემულია მისი მინიატურების ფერადი ღია ბარათების 3 ბუკლეტი. დეკორატორი. წყარო: ანა ჩხიკვაძე : საგამოფენო ბუკლეტი მხატვრის ბიოგრაფიით / ლალი გიორგობიანი.-თბ.,1996 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |