შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან მადათოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. შუშა, სომხეთი. 1826–1828წწ. რუსეთ-ირანის, 1828–1829წწ. რუსეთ-ოსმალეთის, 1812 წელს რუსეთის სამამულო ომების მონაწილე. 1816 წლიდან ქართული ცალკეული კორპუსის, 1828 წლიდან მე-3 ჰუსართა დივიზიის მეთაური. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1826), 1814 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება, გარდაიცვალა ბულგარეთში. XIX ს-ში თბილისში, მდინარე მტკვარზე შეიძინა კუნძული, რომელიც შემდეგ მის სახელს ატარებდა. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.453
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |