The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ თუთისანი

მერაბ თუთისანი
Other name:თუთი
Date of birth:12 February, 1986
Date of death:9 August, 2008  (at 22 years)
Burial location:ქ. ხონი
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ დაუსწრებელზე გადავიდა, რადგან სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი.

წარჩინებით დაამთავრა ხონის მესამე საშუალო სკოლა. სწავლის პერიოდში რაიონის ნორჩტექნიკოსთა დირექციამ დააჯილდოვა – მხაზველთა და მხატვართა რაიონულ გამოფენაში მონაწილეობისთვის. მერაბ თუთისანს ხონის პირველი სამუსიკო სკოლა ჰქონდა დამთავრებული. 2002 წელს ხონის რაიონის განათლების განყოფილებამ ზედიზედ სამჯერ დააჯილდოვა ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებულ შეჯიბრებებზე, კალათბურთში პირველ და მეორე ადგილებზე გასვლისთვის. მისი დიდი სურვილი იყო სამხედრო საქმეს გაჰყოლოდა. თავდაცვის აკადემიაში სწავლის პერიოდში, სერტიფიკატები და მადლობები ჰქონდა მიღებული თურქი ოფიცრებისგან. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქუთაისის სამხედრო ბაზაზე, 32-ე ბატალიონის ქვეით ბრიგადაში ოთხწლიანი კონტრაქტით მსახურობდა. 2007 წელს გააგზავნეს ერაყში, სამშვიდობო მისიით, 2008 წლის აგვისტოში ბათუმში მუშაობდა ინსტრუქტორად. დაიღუპა ცხ­ინ­ვა­ლის მი­სა­დგ­ომ­ებ­თან, ცხ­ელი წე­რტ­ილ­იდ­ან და­ჭრ­ილი მებრძოლების გა­მო­ყვ­ან­ის დრ­ოს. იმ ქუჩას, სადაც გმირი მერაბ თუთისანი ცხოვრობდა, მისი სახელი მიენიჭა. ქალაქ ხონში სპორტულ სკოლაში, სადაც ოლიმპიადები ტადრება, დაწესებულია მერაბ თუთისანის სახელობის ჯილდო, რომელსაც გამარჯვებულს მისი ძმა გადასცემს. უმცროსი სერჟანტი.

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.583; ქართული სამხედრო ანალიტიკური პორტალი: gmas.ge

Awards and Honors

  • 2008 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: