შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ნატროშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა თელავის უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართლის ფაკულტეტი. სწავლის პერიოდში გაიარა სამხედრო კათედრა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამხედრო აკადემიაში ჩააბარა და ერთწლიანი კურსი გაიარა, ჩაირიცხა თელავის კომანდოს ბატალიონში, იყო ოცმეთაური. ცხინვალშიც იყო წასული სამშვიდობო მისიით, ბოლოს მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა. ომამდე ათი დღით ადრე კი ასმეთაურად დაინიშნა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზვერვაზე იყო წასული და დაბრუნებულს უთქვამს, რომ დიდი ხაფანგები იყო და უკან დახევაზე შეთანხმებულან ბრიგადის მეთაურთან, დაიღუპა უკან დახევის დროს აფეთქებისას. ალექსი ნატროშვილის ჯგუფი ხუთი კაცისგან შედგებოდა, აფეთქების შემდეგ ხუთი მებრძოლიდან ორი ვერ გამოიყვანეს, მათ შორის ალექსი ნატროშვილი. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მისი სახელობის ტრადიციული ტურნირი ტარდება მინი ფეხბურთში. უფროსი ლეიტენანტი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.591 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |