The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელა გოგიშვილი

ლელა გოგიშვილი
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1982  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; 2004 წელს ჩააბრა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2008 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2010 წელს - მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2015-2016წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2004-2005წწ. - იურიდიული კომპანია შპს "ადვოკატები და პარტნიორები", იურისტი; 2005 წელს - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივანი; 2005-2008წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სხდომის მდივანი; 2008-2017წწ. - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწე; 2017 წლის მაისიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: