The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო თარაშვილი

ნინო თარაშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1986  (39 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრის აკადემიური ხარისხით 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხით 2014 წელს; 2006  წელს გაიარა სტაჟირება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში; 2008 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი და წარმატებით ჩააბარა გამოცდა; 2013 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; 2017 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა; 2010-2016წწ. სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იყო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის, ადამიანის უფლებების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის თემებზე გამართული არაერთი კონფერენციის, სემინარის, სამუშაო შეხვედრისა და ტრენინგის მონაწილე, მათ შორის 2010 წელს ნაფიც მსაჯულთა სისტემის გაცნობის მიზნით. 

2007-2015წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანცელარიის სპეციალისტი, ამავე კოლეგიის სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე; 2016-2017წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის უფროსი კონსულტანტი (მწერალი-თანაშემწე); 2017-2019წწ. - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2019-2023წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2023 წლის თებერვლიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: