Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი სიხარულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1969 წელს. იყო ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული სტუდიის ყოფილი წევრი; 1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა; 1988-2006 წლებში გივი სიხარულიძე იყო ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის "თბილისი" სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი ქორეოგრაფი. მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით "გასეირნება"; ითამაშა ფილმებში: "ჭიდაობას რა უნდა", "ტურანდოტი", "დაუმთავრებელი პორტრეტი", "უძინართა მზე", "ცხელი ძაღლი"; არის ავტორი რომანის, მოთხრობებისა და ლექსებისა; 2013 წელს შექმნა სრულიად ახალი ლიტერატურული ჟანრი, მოგონებებზე დაფუძნებული - მოთხრობების კრებული. ამ ჟანრში გამოსცა წიგნები მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლების: ლადო ათანელისა და ალეკო ხომერიკის, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მთავარ ქორეოგრაფ-ბალეტმაისტერ თემურ ბიბილეიშვილის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს შოთა ჯაფარიძისა და მსოფლიოში ცნობილი ოპერისა და ბალეტის თეატრების მხატვრის მურაზ მურვანიძის შესახებ; 1980 წლიდან გ. სიხარულიძის ნაშრომები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალებში. მისი მოთხრობები შესულია ქართული პროზის ანთოლოგიაში, ეს მოთხრობები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე; ქალაქური ნოველის ჟანრის ფუძემდებლი, 20- მდე წიგნის ავტორი, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს დათვის" მფლობელი, ჩოგბურთელი, მთის და წყლის მოთხილამურე. წყარო: დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო ETALONI.GE: etaloni.ge; digest.ge; tkt.ge Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |