| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ წერედიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აჟარა, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1970 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე გახდა სოხუმის თეატრის ქართული დასის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბონდო, დარიალოვი (ა. ჩხაიძის "მიკროფონი", და "შთამომავლობა"), ბუხუტი (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ომარი (გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), მიკოლა, კეჭო (ა. გეწაძის "პაემანი ცაში", "ყარამანი ცოლს ირთავს"), დუდნიკოვი (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ნუგზარი (ზურაბოვის "ლიკა"), ზემდეგი (ვასილიევის "განთიადი კი აქ წყნარია"), სორინი (ა. ჩეხოვის "თოლია"), ონისიმე (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), ექიმი (მ. გორკის "ფსკერზე"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), სალარიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა"), მელქისედეკ კათალიკოსი (კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"), ბესო, ანანია (ალ. სუმბათაშვილის "ღალატი"), თოფანა (ო. მამფორიას "იეთიმ გურჯი"), ილარიონი (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ბელარდო (ლოპე დე ვეგას "ცეკვის მასწავლებელი"), ივანე (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ჯიმშერი (კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები"), ინკვიზიტორი (ჟ. ანუის "ტოროლა"), ბაბუა (ნაბოკოვის "ემიგრანტები") და სხვა. 1980 წელს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან აღსანიშნავია: "ოდოია", "კვირია", "წინწყარო", "შენ ხარ ვენახი", "სვანური საგალობლები" და სხვა. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა: საფრანგეთში, შვეიცარიასა და პოლონეთში. 1998 წელს ანსამბლმა ზაკოპანეს (პოლონეთი), საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი "ოქროს ნაჯახი", ამავე წელს სიონის (შვეიცარია) საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლს გადაეცა I ხარისხის პრიზი "ოქროს ცხვარი"; 1981-1983წწ. ფილარმონიის საკონცეტრო ჯგუფის წამყვანი წევრი იყო; 2002 წლიდან არის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი, სადაც შეასრულა როლები: იბრაჰიმი (მ. მოსულიშვილის "თეთრი ლაშქარი"), პრინცი (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), მაზნიაშვილი (ვ. კანდელაკის "დრო 24 საათი"). კინოროლებიდან აღსანიშნავია: ლავრენტი ბერია ("მოსკოვი-1944" "ბელორუსფილმი"), ადმინისტრატორი (ს/ფ "ცხელი ძაღლი"), ცირკის დირექტორი (ს/ფ "ყავა და ლუდი"), ადიუტანტი ("შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი") და სხვა. წყარო: 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.117; cnews.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

