შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1986 წელს. 1979-1981წწ. გორის რაიონის N28 საწარმოო-საგზაო უბანი, მუშა; 1986-1991წწ. ქ. გორის ანალიზური ხელსაწყოების საცდელი ქარხანა, საიარაღო საამქრო, ინჟინერ-ტექნოლოგი; 1991-1992წწ. რაციონალიზატორთა და გამომგონებელთა გორის საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1994წწ. საქართველოს შინაგანი ჯარი, კადრების განყოფილება, განყოფილების უფროსის მოადგილე; 1997 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1997-2006წწ. დოცენტი; 2006-2009წწ. ასისტენტ პროფესორი; 2009 წლიდან ასოცირებული პროფესორი. 45 სამეცნიერო ნაშრომის, 9 სახელმძღვანელოს და ერთი მონოგრაფიის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2001), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |