The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაბიტაშვილი

გიორგი გაბიტაშვილი
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1982  (43 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი პროფესიული განვითარების მიზნით, კერძოდ სასამართლო უნარ-ჩვევების, სამართლებრივი წესის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის კუთხით.

საქართველოს პროკურატურაში გაიარა სტაჟირების პროგრამა, სტაჟირების დასრულებისთანავე დაინიშნა პროკურორად შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში; 2009-2013წწ. - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსი; 2013 წელს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლის 13 ივნისიდან 2024 წლის 18 ივლისამდე - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; 2024 წლის 18 ივლისიდან - საქართველოს გენერალური პროკურორი. 

წყარო: საქართველოს პროკურატურა: pog.gov.ge


გააზიარე: