The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შმაგი ნოზაძე

შმაგი ნოზაძე
დაბადების თარიღი:1984
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 2008  (24 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნინიგორი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი.

სწავლობდა თელავის უნივერსიტეტის სამხედრო ფიზკულტურის ფაკულტეტზე.

სავალდებულო სამხედრო სამსახური ლაგოდეხში, სასაზღვრო ჯარში მოიხადა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა - მეოთხე ბრიგადის პირველ ბატალიონში, თავიდან კაპრალი იყო, მერე სერჟანტის წოდება მიიღო. დაიღუპა ცხინვალის მისადგომებთან სნაიპერის ტყვიით. 2018 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რუსეთ-საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული შმაგი ნოზაძის სახელი მისი მშობლიური სოფლის, ნინიგორის ცენტრალურ ქუჩას მიანიჭა. (უგზოუკვლოდ დაკარგული).

წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.603; ჩვენი დროის გმირები / მარი კურტანიძე. ათინათი / ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემია. თბილისი, 2014. 2233-3312 N1(11), გვ.165 (აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული შმაგი ნოზაძის შესახებ); საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ პორტალი presa.ge: presa.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" (გარდაცვალების შემდეგ)
  • 2011 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: