Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბექა სურგულაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებელის კვალიფიკაციით 1973 წელს. 1973 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი, ასევე სამშენებლო ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. მისი ინტერესის სფეროა ლითონის კონსტრუქციების გაანგარიშების და დაპროექტების ინოვაციური მეთოდები. ხელმძღვანელობას უწევს როგორც მაგისტრებს, ისე დოქტორანტებს. არის რამდენიმე ახალი შენობის პროექტის ხელმძღვანელი და საკულტო ძეგლების აღდგენა-გაძლიერების პროექტის ავტორი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |