The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაკურ აბულაძე

ბაკურ აბულაძე
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1982  (42 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2005 წელს. 

2006 წელს იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი; 2006-2012წწ. - გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2012-2013წწ. - ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი; 2013 წელს - საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორი; 2013 წელს -  ქ. თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2013-2014წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე; 2014-2015წწ. - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი; 2015-2019წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2020 წლის 25 თებერვლიდან - საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე.

წყარო: საქართველოს პროკურატურა: pog.gov.ge


გააზიარე: