შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულივერ კვანტალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაგვაზაო, მარტვილის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი გზათა ინჟინერ-მშენებელის სპეციალობით 1970 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს. 1972-1979წწ. "კავგიპროტრანსი", ინჟინერი; 1976 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში: 1976-2006წწ. რკინიგზების მშენებლობის კათედრა, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი; 1994-2006წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო ფაკულტეტი, სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2006 წლიდან სამშენებლო ფაკულტეტი, საგზაო დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. გამოცემული აქვს ოთხი სახელმძღვანელო და გამოქვეყნებული 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |