შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ თოდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტი ეკონომიკური ინფორმატიკის და მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით 1993 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა 1995 წელს. 1988 წელს საქართველოს სსგიგტ "ალგორითმი", ლაბორანტი; 1989 წელს თბილისის რადიო ქარხანა, პირველი კატეგორიის ტექნიკოსი; 1993 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1993-2004წწ. ინჟინერ-ელექტრიკოსი, უფროს მასწავლებელი; 2004-2013წწ. მშენებლობის კომპიუტერული დაპროექტების დეპარტამენტი, ასისტენტ პროფესორი; 2013 წლიდან ასოცირებული პროფესორი. 15-დე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (2005), აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2004). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |