Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესიკ ობოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გომი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) 1983 წელს; უშიშროების უმაღლესი სკოლა (აკადემია) 1985 წელს; 2001-2002წწ. აშშ სპეც. სამსახურების ეგიდით გაიარა სპეციალური კურსი საერთაშორისო ტერორიზმის მიმართულებით. 1983-1984წწ. იყო საპროექტო-ტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტი; 1985-2001წწ. უშიშროების სამინისტრო სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე; 2001-2003წწ. საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭო, საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო (ბესიკ ობოლაძის ავტორობით საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ეროვნულ უშიშროების საბჭოსთან კოორდინაციით შეიქმნა ნაშრომი ეროვნული უსაფრთხოების სისტემისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის კონცეპტუალური პრინციპებისა და მოსაზრებების შესხებ); 1996-2004წწ. უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, უფროსი, უშიშროების სამინისტროს ანალიტიკური ბიუროს უფროსი; 2004-2009წწ. NATO (ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო) საერთაშორისო ექსპერტი; 2009 -2013წწ. საექსპერტო-ანალიტიკური საქმიანობა, "ეკონომიკური კორუფციის მონიტორინგის ცენტრის" დირექტორი; 2013-2014წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ანალიტიკური საქმიანობა, დაკავშირებული სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობასთან; 2016-2020წწ. საქართველოს პარლამენტი, ფრაქციის აპარატის უფროსი; 2014-2016წწ. საექსპერტო-ანალიტიკური საქმიანობა; 2019-2020წწ. "სიტი ინსტიტუტთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბესიკ ობოლაძის ავტორობით მომზადდა დოკუმენტი თბილისის გენერალური გეგმის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტებს ეხება. აქვს კვლევა-დოქტრინა: "საქართველო გლობალური გეოპოლიტიკური პროექტების პრიზმაში"; გლობალური გეოპოლიტიკური პროექტების (ნეოევრაზიულობა, ატლანტიზმი, ევრომონდეალიზმი, ისლამური ინტეგრიზმი) თანხვედრა და გავლენა სამხრეთ კავკასიისრეგიონსა და საქართველოზე - წინადადებები და რეკომენდაციები.); არის რამდენიმე ათეული სტატია და კვლევა საქართველოსა და საერთაშორისო მედიასაშუალებებში საერთაშორისო, რეგიონალური, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევაზე. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2000). წყარო: დეა მაღალაშვილის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემები; უსაფრთხოების სფეროს მკვლევართა ასოციაცია "უსმა" SECURITY RESEARCH ASSOCIATION: usma.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |