შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა წურწუმია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეწურწუმე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. სწავლობდა ჩხოროწყუს პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში. ტექნიკუმის დამთავრებისთანავე მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, ორი წელი მსახურობდა ფოთში. საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს 2007 წელს მოაწერა ხელი, ვაზიანში მსახურობდა მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში, ათეულის მეთაური იყო, ყუმბარმტყორცნელი. 2008 წლის სექტემბერში სამშვიდობო მისიით ერაყში უნდა წასულიყო. 2008 წლის 7 აგვისტოდან, ომის დაწყების პირველივე წამიდან, ბრძოლის ქარცეცხლში წინა ხაზზე იყო, დაჭრილები გამოყავდა ბრძოლის ველიდან. თვითონ კი ცხინვალის მისადგომებთან 9 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა, საჰაერო დაბომბვის დროს ანასხლეტი მოხვდა. კაპრალი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010. გვ.635 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |